ირაკლი ლექვინაძე კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს

ქალაქ ბარსელონაში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც 100-ზე მეტი კონკურენციის და ანტიმონოპოლიური უწყების პირველი პირი ესწრება.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები მიმოიხილავენ შემდეგ მთავარ საკითხებს: კონკურენციის პოლიტიკის ადვოკატირება და მდგრადობის გაძლიერება, სექტორულ მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობა და გამოწვევები, ICN-ის პრაქტიკა, მიღებული შედეგები და უახლესი ტენდენციები, კონკურენციის უწყებების საქმიანობა, შესაძლებლობები და რისკ-ფაქტორები. ასევე, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები, ეფექტიანი მართვის მექანიზმები და ზეგავლენის შეფასების მეთოდები. ანტიკარტელური აღსრულება ციფრულ ეპოქაში, კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმები, სასამართლოს როლი და ჩართულობა კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პროცესებში და ა.შ.

„ყოველწლიური კონფერენცია გახსნეს - ICN-ის თავმჯდომარემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონკურენციის ორგანოს პრეზიდენტმა, ანდრეას მუნდტმა; ესპანეთის კონკურენციის ეროვნული კომისიის პრეზიდენტმა, კანი ფერნანდესმა; ევროპის კომისიის იუსტიციისა და კონკურენციის კომისარმა, დიდიე რეინდერსმა და ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისიის ხელმძღვანელმა, ლინა ხანიმ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივ დონეზე მიმდინარეობს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის და საერთაშორისო ორგანიზაციების, კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირების შეხვედრები. ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ასევე ჩანიშნულია მემორანდუმის გაფორმება საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და ხორვატიის კონკურენციის უწყებას შორის.

კონფერენცია ესპანეთის სამეფოში ქ. ბარსელონაში, 2023 წლის 17-20 ოქტომბერს იმართება, რომელსაც ასევე ესწრება - სააგენტოს ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ქედელიძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება