ოლაფ შოლცი - აღშფოთებული ვარ, როცა მესმის, თუ როგორ აფრთხილებს ყველას რუსეთის პრეზიდენტი, რომ სამხედრო დაპირისპირების დროს შეიძლება იყოს სამოქალაქო მსხვერპლი - ამაზე ცინიკური არაფერია

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ცინიკური“ გაფრთხილებების გამო გააკრიტიკა.

კერძოდ, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინი ისრაელისა და „ჰამასის“ დაპირისპირების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ გაფრთხილებების გამო გააკრიტიკა.

„აღშფოთებული ვარ, როცა მესმის, თუ როგორ აფრთხილებს ყველას რუსეთის პრეზიდენტი, რომ სამხედრო დაპირისპირების დროს შეიძლება იყოს მსხვერპლი, სამოქალაქო მსხვერპლი. ამაზე მეტად ცინიკური არაფერია“, - განაცხადა შოლცმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება