ირაკლი კობახიძე - ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყდა, შესაბამისად, ეს ყველაფერი დამთავრებული ამბავია

ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყდა, შესაბამისად, ეს ყველაფერი დამთავრებული ამბავია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საკითხი ქართული სამართლებრივი სივრცისთვის ნაკლებად რელევანტური გახდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოთარ ფარცხალაძის სავარაუდო „ეფ-ეს-ბეს“ აგენტობასთან დაკავშირებით მტკიცებულებები დღემდე არაა წარმოდგენილი.

„საკითხი პრინციპში ამოიწურა. გუშინ ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყდა. დამთავრებული ამბავია, შესაბამისად, ეს ყველაფერი. ქართული სამართლებრივი სივრცისთვის ეს საკითხი ნაკლებად რელევანტური გახდა. რაც იყო ეს სპეკულაციები იმანაც ამოწურა საკუთარი თავი.

რაც შეეხება „ეფ-ეს-ბეს“ აგენტობას - საინტერესოა, რომ მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი. მე მართლა მაინტერესებს რაიმე მტკიცებულება იქნება თუ არა წარმოდგენილი მას შემდეგ, რაც ეს ბრალი გაჟღერდა. შეიძლება არსებობდეს ეს მტკიცებულებები, მაგრამ საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა უნდა, იყოს ცნობილი, სამწუხაროდ, პრაქტიკულად თვეზე მეტია გასული და საზოგადოებისთვის ამ ბრალდებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ჯერ არავის წარუდგენია, რაც ძალიან სამწუხაროა. საზოგადოების მიმართ ღიაობა აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობაა, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან,“ -განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება