იურიდიული დახმარების პირველი მობილური საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდა

18 ოქტომბერს, უფასო სამართლებრივ დახმარებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პირველად ამოქმედდა "იურიდიული დახმარების მობილური საკონსულტაციო ცენტრი". პროექტი იურიდიული დახმარების სამსახურმა გერმანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განახორციელა.

ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, "მობილური საკონსულტაციო ცენტრი" არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კონფიდენციალურობის დაცვით, საჭირო შემთხვევაში მომზადდება სამართლებრივი დოკუმენტები. ცენტრი ეწვევა უმეტესად მაღალმთიან ან კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებს, სადაც იურიდიული დახმარების ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები მოშორებით მდებარეობს.

მობილური იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრის გახსნას გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია დაესწრნენ . მათ იურიდიული დახმარების მიწოდების გზებზე და სამსახურის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის დავით სიმონიას განცხადებით, მათი მომსახურება ბენეფიციარებისთვის უფასოა.

„გერმანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, კიდევ უფრო გავაფართოვეთ ჩვენი სერვისები, რათა საქართველოს მოსახლეობას სრულყოფილად მოვემსახუროთ. ჩვენი მიზანია დაუცველი ადამიანების ხელშეწყობა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ჩვენი მომსახურება ბენეფიციარებისათვის უფასოა“, - განაცხადა დავით სიმონიამ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა.

საქართველოში გერმანიის ელჩის , პიტერ ფიშერის განცხადებით, აღნიშნული პროექტით მოწყვლადი ჯგუფების იურიდიულ დახმარებას უწყობენ ხელს.

„მობილური საკონსულტაციო ცენტრის მხარდაჭერით ხელს ვუწყობთ მოწყვლადი ჯგუფების იურიდიულ დახმარებას, რომელთაც ეს მომსახურება განსაკუთრებით სჭირდებათ, და სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნას“, - აღნიშნა პიტერ ფიშერმა.

საქართველოში UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელის ანნა ჩერნიშოვას განცხადებით, მათი ინიციატივა უზრუნველყოფს, რომ საზოგადოების მოწყვლადმა და დაუცველმა ჯგუფებმა სრულყოფილად განახორციელონ თავისი უფლებები და მიიღონ ხარისხიანი იურიდიული მომსახურება.

„მართლმსაჯულება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ჩვენი ინიციატივა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს იმის უზრუნველყოფაში, რომ საზოგადოების მოწყვლადმა და დაუცველმა ჯგუფებმა სრულყოფილად განახორციელონ თავისი უფლებები და მიიღონ ხარისხიანი იურიდიული მომსახურება“ - თქვა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამავე დღეს მობილური საკონსულტაციო ცენტრმა პირველი გასვლა განახორციელა და სამართლებრივი დახმარება გაუწია კონფლიქტისპირა ზონის სოფელ ნიქოზის მოსახლეობას.

„იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია ზემო და ქვემო ნიქოზის, ასევე ზემო და ქვემო ხვითის მოსახლეობას შეხვდა, მათ იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნო და აუხსნა, თუ რა შესაძლებლობას იძლევა მობილური საკონსულტაციო ცენტრი.

გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა ნინო მასურაშვილმა მობილურ საკონსულტაციო ცენტრში პირველი ბენეფიციარები მიიღო და ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწია ნიქოზის მცხოვრებლებს. ნიქოზელებმა განაცხადეს, რომ სოფლების მოსახლეობას აუცილებლად ესაჭიროება კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ვინაიდან დაგროვილია პრობლემები საბანკო სესხების, მემკვიდრეობის, სოციალური დახმარებების, მიწის რეგისტრაციის და სხვა და საკითხებზე. შესაბამისად, მობილური საკონსულტაციო ცენტრის ვიზიტი კონფლიქტისპირა ზონის ამ და სხვა სოფლებშიც ინტენსიურად განხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო