ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ქალაქ ჰამბურგში ჩატარდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას ქართული ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა. სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო 10 ქართული კომპანიის ღვინოები; ღონისძიებას იმპორტიორები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„დეგუსტაცია-სემინარი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით ჩატარდა და შედგებოდა ორი ეტაპისგან: მასტერკლასი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ და ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია.

ჰამბურგში გამართული ღონისძიება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო გერმანიაში ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად.

გერმანია, რომელიც ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით, გერმანიაში ქართული ღვინის სარეკლამო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.

ქალაქ ჰამბურგში გამართული დეგუსტაცია-სემინარის ფორმატის მსგავსი კიდევ ორი ღონისძიება მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, ფრანკფურტსა და კიოლნში გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის