ოლაფ შოლცი - „ჰამასმა“ მძევლები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა გაათავისუფლოს

გერმანია მტკიცედ დგას ისრაელის მხარეს ამ რთულ დროს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია „ჰამასისა“ და პალესტინელი ხალხის ერთმანეთისგან განსხვავება.

გერმანიის კანცლერის თქმით, შოკირებულია ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების ნათესავებთან შეხვედრებით და „ჰამასმა“ მძევლები უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს.

„ჩვენ ყველას გვაქვს მნიშვნელოვანი ამოცანა: გავათავისუფლოთ გატაცებული მძევლები. ისინი უნდა გაათავისუფლონ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე", - განაცხადა შოლცმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, მან დაჯგუფება „ჰეზბოლა“ და მისი მხარდამჭერი ირანი გააფრთხილა, რომ ისრაელთან სამხედრო კონფლიქტში არ ჩაერთონ.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს. ევროკავშირის ყველა ქვეყანა მკაფიო პოზიციას იკავებს ისრაელის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით და ეს არ შეიცვლება,“- აღნიშნა შოლცმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება