რიში სუნაკი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკისა და ისრაელის პრეზიდენტის იცხაკ ჰერცოგის შეხვედრა დასრულდა.

„პრემიერმა და პრეზიდენტმა ჰერცოგმა ხაზი გაუსვეს რეგიონში ძალადობის შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდების აუცილებლობას. ისინი შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნით ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ“, - აღნიშნულია ბრიტანეთის პრემიერის ოფისის განცხადებაში.

ამასთან, პრეზიდენტმა ჰერცოგმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან შეხვედრისას BBC იმის გამო გააკრიტიკა, რომ ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ჰამასს“ ტერორისტებად არ მოიხსენიებს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის თუ როგორც BBC ახასიათებს „ჰამასს“, ფაქტების დამახინჯებაა. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციასთან და ვიცი, რომ ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიც თქვენი და ჩვენი სახელმწიფოებია, თქვენ პირდაპირ ვერ ჩაერევით, მაგრამ ამას გარკვეული გამოხმაურება უნდა მოჰყვეს, რათა ეს შეცდომა გამოსწორდეს და „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად განისაზღვროს“, - განუცხადა ჰერცოგმა სუნაკს.

შეხვედრაზე სუნაკმა აღნიშნა, რომ ისრაელს საკუთარი უსაფრთხოების აღდგენის მხოლოდ უფლება კი არა, არამედ ვალდებულებაც აქვს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება