ღაზადან აშკელონის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს

ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აშკელონზე, 15-საათიანი სიმშვიდის შემდეგ, სარაკეტო იერიში განხორციელდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ დაღუპულების, ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ 7 ოქტომბერს განხორციელებული მოულოდნელი თავდასხმის შედეგად 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ისრაელი, საპასუხოდ, ღაზაზე საჰაერო იერიშებს ახორციელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება