ანა წითლიძე - მე რომ პრემიერს ან უმრავლესობის რომელიმე წევრს მონა დავუძახო და ეს მედიამ გააშუქოს, დაჯარიმდება? – „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაში ნაღმები დევს

მე რომ პრემიერს ან უმრავლესობის რომელიმე წევრს მონა დავუძახო და ეს მედიამ გააშუქოს, დაჯარიმდება? - ამ ცვლილებაში ნაღმები დევს,- ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მომხსენებელს, დავით სონღულაშვილს.

წითლიძე დაინტერესდა, რატომაა აუცილებელი აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.

„რა აუცილებლობა იდგა დაჩქარებული წესით რომ გამოგაქვთ ეს კანონი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვართ პროცესში, როდესაც 12-პუნქტიანი ვალდებულება ჯერ კიდევ შესასრულებელი გვაქვს; როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებიან, რომ მხოლოდ სამია შესრულებული; როდესაც ქვეყანაში სხვა უამრავი პრობლემაა, მაგალითად, სკოლებში ბავშვების 35% ჯერ კიდევ შიმშილობს. მაგალითად, პრობლემაა ის, რომ საქართველოს მოქალაქეები მძიმე სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გამო ამ ქვეყნიდან გარბიან. ბევრი სხვა პრობლემაა ქვეყანაში ისეთი, რომელიც საჭიროებს სწრაფ რეაგირებას, მათ შორის პარლამენტის მხრიდან და რა აუცილებლობა დგას, რომ სასწრაფოდ გამოდის ეს კანონი? კითხვები რომ გიკვირთ, მე ეს უფრო მიკვირს. ხშირად ეჭვმიტანილი ხართ იმაში, რომ ყველა საკანონმდებლო ინიციატივა გამოგაქვთ იმისთვის, რომ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება განიმტკიცოთ, ამიტომ ამ კანონის ინტერპრეტაციას და გამოყენებას როგორ შეძლებთ, ამას მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ ამ ცვლილებაში ნაღმები დევს.

მე რომ მონა დაგიძახოთ რომელიმეს და ეს მედიამ გააშუქოს, ეს თუ ჩაითვლება უხამსობად? მე რომ მაგალითად, პრემიერს ან უმრავლესობის რომელიმე წევრს მონა დავუძახო და ეს რომ მედიამ გააშუქოს თუ დაჯარიმდება?“ - განაცხადა ანა წითლიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55/2-ე მუხლი მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო