დავით კირკიტაძე - „ქართული ოცნების“ მიზანია, შემოიტანოს ცენზურა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ - ევრორეკომენდაციის არცერთი ჩანაწერი ამაზე არ მიგვითითებს

ის, რაც მაუწყებლის შიდა რეგულირების სფერო იყო, გადააქვთ მარეგულირებელ კომისიაში, რომელიც გამოყენებულია თავისუფალი მედიის წინააღმდეგ - ევრორეკომენდაციის არცერთი ჩანაწერი არ მიგვითითებს, რომ ეს ასე უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების“ მიზანი მედიის შეზღუდვაა.

„მთელი რიგი საკითხები გამოაქვთ მაუწყებლის შიდა რეგულირებიდან და ექცევა მარეგულირებელი კომისიის ქვეშ. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოყენებულია როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი მედიაზე ზეწოლისთვის. ის, რაც მაუწყებლის შიდა რეგულირების სფერო იყო, გადააქვთ მარეგულირებელ კომისიაში, რომელიც გამოყენებულია თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ევრორეკომენდაციის არცერთი ჩანაწერი, არსად არ მიგვითითებს იმაზე, რომ ეს ასე უნდა გავაკეთოთ. „ქართული ოცნების“ რეალური მიზანია, შემოიტანოს ცენზურა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, ამას უპირისპირდება დღეს ოპოზიცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში,“ - განაცხადა კირკიტაძემ.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს