ეგვიპტის პრეზიდენტმა და ამერიკელმა გენერალმა ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის აღდგენის საკითხი განიხილეს

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ელ-სისი აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელს, გენერალ მაიკლ კურილას კაიროში შეხვდა.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურებისა და რეგიონში სტაბილურობის აღსადგენად საჭირო ქმედებებზე ისაუბრეს.

ამასთან, იორდანიის სამეფო კარის ცნობით, იორდანიის მეფე აბდულა II ეგვიპტის დედაქალაქში პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისისთან შესახვედრად გაემგზავრა.

„მისი უდიდებულესობა მეფე აბდულა II მიემგზავრება მოკლე ვიზიტით კაიროში, რომლის დროსაც მისი უდიდებულესობა შეხვდება ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ სისის, რათა ღაზაში ისრაელის აგრესიის შეწყვეტის გზები განიხილონ“, - ნათქვამია სამეფო კარის განცხადებაში.

შეგახსენებთ, იორდანიის მეფეს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერები ქვეყნის დედაქალაქ ამანში უნდა მიეღო, თუმცა სამიტი გაუქმდა, რადგან პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, ღაზაში საავადმყოფოზე მომხდარი თავდასხმის გამო შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება