ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ ვიბრძვით ბოროტების ღერძის წინააღმდეგ - ეს არ არის მხოლოდ ისრაელის ბრძოლა, არამედ ეს არის ცივილიზებული, თავისუფალი სამყაროსა და თანამედროვე არაბული ქვეყნების ბრძოლაც

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ კომენტარები გააკეთეს.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ რიში სუნაკს ისრაელში ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა და განუცხადა, რომ აფასებს მის მხარდაჭერას და მათ ერთად უნდა გაიმარჯვონ.

„ჩვენ ვიბრძვით ბოროტების ღერძის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ ისრაელის ბრძოლა, არამედ ეს არის ცივილიზებული და თავისუფალი სამყაროსა და თანამედროვე არაბული ქვეყნების ბრძოლაც. მეორე მხარეს არის ბოროტების ღერძი, რომელშიც შედის „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და ირანი“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საკუთარი თავი დაიცვას.

„მე ვამაყობ, რომ აქ თქვენთან ერთად ისრაელისთვის ყველაზე მძიმე დროს ვდგავარ. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ“, - განუცხადა სუნაკმა ნეთანიაჰუს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება