კლინიკა „ნიუმედში“ ბრეკეტით მკურნალობა ნებისმიერ ასაკში, 12 წლიდან ზევითაა შესაძლებელი

კლინიკა „ნიუმედი“ მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის ბრეკეტებს ყველაზე ოპტიმალურ ფასში სთავაზობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავრცელებს.

კლინიკა „ნიუმედის“ სტომატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის, მარიამ კიკალეიშვილის განმარტებით, თანკბილვის ანომალიები ჩვენს პოპულაციაში ძალიან გავრცელებულია.

„როდესაც პაციენტები მოგვმართავენ კბილების გასწორებისთვის, ხშირად მათ არც კი იციან, რა მნიშვნელოვან დარღვევებს იწვევს არასწორი თანკბილვა. მაგალითად: საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციას, კბილების პათოლოგიური ცვეთას და სხვა. მჭიდრო და არასწორად მდგომი კბილები ზრდის კარიესით დაზიანების რისკს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბრეკეტით კბილების გასწორებას ასაკობრივი ზედა ზღვარი არ აქვს. ბრეკეტით მკურნალობა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში 12 წლიდან ზევით“, - განაცხადა მარიამ კიკალეიშვილმა.

ინფორმაციის თანახმად, კლინიკა „ნიუმედში“ თქვენ გელოდებათ თანამედროვე თვითლიგირებადი ბრეკეტ-სისტემა, რომლის მთავარი უპირატესობაა უმოკლეს ვადაში სასურველი შედეგის მიღება ნაკლები დისკომფორტით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება