ირაკლი ქარქაშაძე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს აეროპორტებიდან ერთადერთია, რომელმაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 93%-ით გადააჭარბა

საქართველოს აეროპორტებიდან, 9 თვის ჭრილში, პანდემიამდელი პერიოდის მგზავრთნაკადის გაუმჯობესების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გამოირჩევა. აღნიშნულ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი ერთადერთია, სადაც პანდემიამდელი მგზავრთნაკადის ზრდა ფიქსირდება.

„2023 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდის, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთადერთი აღმოჩნდა, სადაც მგზავრთნაკადი გაიზარდა და თანაც 93%-ით. ანუ თითქმის გაორმაგდა. მაშინ როდესაც, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით სრულ აღდგენას - 7% დააკლდა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი სრულად აღდგა.

ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა ჯამში 4 მილიონ ნახევარს გადააჭარბა. რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით სრულად არის მგზავრთნაკადი აღდგენილი და დაახლოებით 10 %-იანი ზრდა გვაქვს. მგზავრთნაკადის აღდგენის კუთხით კი ძირითადი წვლილი ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის. ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ ქუთაისში მილიონ 200 ათასზე მეტ მგზავრს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ვითარდება. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა იზრდება“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განმარტებით, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის სიდიდით მეორე აეროპორტია, სადაც ევროპასთან ყველაზე მეტი პირდაპირი ფრენა ხორციელდება. დეკემბრიდან კი Wizz Air-ის მეოთხე ბაზის საშუალებით პირდაპირი საჰაერო კავშირი სკანდინავიის ქვეყნებთან, კერძოდ დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენთან მოხდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო