დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის დედა სამხარაულის ექსპერტისთვის გირაოს შეფარდებაზე - იმაზე იყო აპელირება, რომ 4 შვილი ჰყავს, თუმცა მაგიდაზე 12 წლის ბავშვი რომ ეწვინა, მაშინაც უნდა ეფიქრა, რომ ისიც ბავშვი იყო

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილის გარდაცვალებაში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიც არის დამნაშავე, რომელმაც, მისი აზრით, აღებული ნიმუშები სათანადოდ არ დალუქა და შეინახა.

მან ჟურნალისტებთან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც საქმეზე ბრალდებულ ექსპერტს 2 500 - ლარიანი გირაო შეუფარდა და თანამდებობიდან გაათავისუფლა.

"ჯარიმა ჩამოწიეს 2 500 ლარზე. იმაზე იყო აპელირება, რომ მას ჰყავს 4 შვილი და ამ 4 შვილს ჭამა უნდა, თუმცა მაგიდაზე 12 წლის ბავშვი რომ ეწვინა, მაშინაც უნდა ეფიქრა, რომ ისიც ბავშვი იყო. ამ ბავშვის მკვლელი რომ ვიპოვო, მეტად ფრთხილი უნდა ვიყო, მეტად მონდომებული და სენსიტიური. დააობა ნიმუში და სადაც შეეძლო, არ აიღო, ჩათვალა, რომ ეს მას არ ევალებოდა. თუ იყო ვინმე ვალდებული, მაშინ ის ვალდებული პირი იმ ღამეს უნდა მისულიყო. არ ევალებოდა და არ დალუქა მშრალ მდგომარეობაში ნიმუშები. ახლა რომ ამბობს, არ ვიცოდი გაშრებოდა თუ არაო. უნდა გაგეშრო და არ გაფუჭდებოდა. პასუხისმგებლობის წინაშე არ აღმოჩნდებოდი", - განაცხადა ნატო ხუტაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე, მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს, დავით გრიგოლიას 2 500 - ლარიანი გირაო შეუფარდა.

გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის თანამდებობიდან გათავისუფლდება.

ბრალდების მხარე დავით გრიგოლიასთვის 5000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას და მის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება