დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის პროკურორი - თუკი გამოიკვეთება სხვა პირის პასუხისმგებლობის საკითხი, უმკაცრესად დაისჯება

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტის საქმის პროკურორის ნათია თათიაშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნიმუშების შეფუთვა და დალუქვა დარღვევით მოხდა.

"მოცემულ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს სხვა მიმართულებითაც. ჩვენს მიერ შეფასდა სამედიცინო ექსპერტიზის პასუხისმგებლობის საკითხი. ბუნებრივია, თუკი გამოიკვეთება სხვა პირის პასუხისმგებლობის საკითხი, უმკაცრესად დაისჯება. თუ გამოძიების ეტაპზე სხვა რაიმე გარემოება დადგინდება, კანონშესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა პროკურორმა.

მისივე განმარტებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებულიყო 5000 ლარიანი გირაო, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბრალდებულს 2500 ლარიანი გირაო შეეფარდა.

“მიგვაჩნია, რომ, ვინაიდან, ჩვენივე შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებული გადაყენებულია თანამდებობიდან, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე არ არსებობს, მითუმეტეს, რომ მიღებულიყო უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილება. ამავდროულად, არ არსებობს მოწმეზე ზემოქმედების იმ ხარისხის საფრთხე, რომ უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გამოყენებულიყო. არ ვეთანხმებით თანხის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე, მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებულ ექსპერტს, დავით გრიგოლიას 2 500 - ლარიანი გირაო შეუფარდა.

გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის თანამდებობიდან გათავისუფლდება.

ბრალდების მხარე დავით გრიგოლიასთვის 5000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას და მის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება