ნიკოლოზ სამხარაძე „გირჩს" - თქვენი მსოფლმხედველობით რეგულაციების წინააღმდეგი ხართ - გამოდის, რომ წინააღმდეგი ხართ საქართველოს ევროკავშირში წევრობის და თქვით ეს ღიად

თქვენი მსოფლმხედველობით რეგულაციების წინააღმდეგი ხართ - გამოდის, რომ წინააღმდეგი ხართ საქართველოს ევროკავშირში წევრობის და თქვით ეს ღიად!, - ასე გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე „მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი" წევრების მიერ გამოთქმულ კრიტიკას.

„უკვე მერამდენედ ვისმენ „გირჩის" მხრიდან ჩვენი კანონპროექტების კრიტიკას. მე მესმის, რომ მათი იდეოლოგიური პლატფორმიდან ეს კანონპროექტები შეიძლება არ იყოს მისაღები, მაგრამ, მაშინ მე მინდა მათ ვკითხო - როდესაც კომენტარებში გულზე მჯიღს ირტყამენ და საქართველოს ევროინტეგრაციის გამო ჩვენ გვაკრიტიკებენ, რომ თურმე ჩვენ არ ვაკეთებთ საკმარისს, როგორ ჯდება ეს ამ იდეოლოგიაში?! თუ თქვენ მართლა გინდათ საქართველოს ევროკავშირში წევრობა, წაგიკითხავთ ან ასოცირების შეთანხმება, ან ევროკავშირის დირექტივები, რომელიც ძირითადად რეგულაციებს ეხება? ვის ატყუებთ, თქვენს თავს თუ თქვენს ამომრჩევლებს? თქვით, რომ არ უჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში წევრობას, მაშინ დაგიჯერებთ და გააგრძელეთ თქვენი იდეოლოგიური პლატფორმიდან საუბარი", - მიმართა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, ჩამოყალიბდნენ - უჭერენ თუ არა ისინი ევროკავშირში საქართველოს წევრობას, რადგან ეს გულისხმობს სწორედ რეგულაციებსაც, რომლის შემოღებასაც „გირჩი" მუდმივად ეწინააღმდეგება.

„მინდა თქვენს თავში ჩამოყალიბდეთ, უჭერთ თუ არა თქვენ მხარს საქართველოს ევროკავშირში წევრობას. თუ არ უჭერთ თქვით ეს ღიად, იმიტომ, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა გადავიღოთ ძალიან ბევრი, ასეულობით რეგულაცია. თქვენ, თქვენი მსოფლმხედველობით რეგულაციების წინააღმდეგი ხართ. ე.ი. გამოდის, რომ ხართ საქართველოს ევროკავშირში წევრობის წინააღმდეგი. თქვით ეს ღიად და მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დადგება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება