გაეროს გენმდივანი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში “სწრაფი, შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა” უნდა იყოს

ღაზას სექტორში “სწრაფი, შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა” უნდა იყოს. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კაიროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ საკვები, წყალი, მედიკამენტები და საწვავი გვჭირდება ახლა. მასობრივად და სტაბილურად გვჭირდება ეს, საჭირო მხოლოდ ერთი, პატარა ოპერაცია არ არის…

მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ჰუმანიტარულ მუშაკებს საშუალება უნდა ჰქონდეთ ჰუმანიტარული დახმარება [ღაზას სექტორში] შეიტანონ და ასევე, მისი უსაფრთხოდ განაწილება უნდა შეეძლოთ”, - განაცხადა გუტერეშმა.

ცნობისთვის, აქამდე ამერიკულმა წყაროებმა ცნობები გაავრცელეს, რომ ეგვიპტესა და ღაზას შორის არსებული რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გახსნა ხვალ იგეგმება და ჰუმანიტარული დახმარების კოლონებს ღაზაში შესვლის საშუალება მიეცემათ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება