ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიში - მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს კრიტერიუმების შესრულებას, მაგრამ მეტი ძალისხმევაა საჭირო

მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას, მაგრამ მეტი ძალისხმევაა საჭირო. ამის შესახებ ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და გადადგა ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა შემდგომი ძალისხმევაა საჭირო.

კერძოდ:

1 - საქართველოს სავიზო პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირს მიდგომას იმ ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. კერძოდ, იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენენ;

2 - წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე უსაფუძვლო განცხადებებისა და არარეგულარული ყოფნის საკითხის მოგვარებაში ქმედებების გააქტიურება;

3 - საიმიგრაციო კონტრაბანდასთან დაკავშირებული EMPACT-ის ოპერატიული სამოქმედო გეგმის აქტივობებში ჩართვა და სხვა.

4 - "აქტივების აღდგენის ოფისისა" და "აქტივების მართვის ოფისის" შექმნა.

5 - ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, მათი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსების უზრუნველყოფა და მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიება, დევნა და სასამართლო განხილვისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა;

6 - უზრუნველყოფა, რომ კანონმდებლობაში, რომელიც ეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ითვალისწინებდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება