ევროკომისიის ანგარიში - საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ბოლომდე ჯერ არ შეუსრულებია

საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ბოლომდე ჯერ არ შეუსრულებია. ამის შესახებ ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშშია ნათქვამი.

კერძოდ, ევროკომისია აღნიშნავს, რომ წინა, მეხუთე, ანგარიშში მათ რეკომენდაცია გასცეს, რომ საქართველომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა მთლიანად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაუთანაბროს, ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერებისა და საქმიანობის შემაფასებელი კანონმდებლობა მიიღოს და განახორციელოს.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ვენეციის კომისიის შესაბამისი რეკომენდაციები ბოლომდე ჯერ არ შეუსრულებია.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს არ დაუწყია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების დამატებითი შემოწმების შესახებ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, კანონმდებლობის მომზადების პროცესი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება