სუს-ის ხელმძღვანელი - ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა

სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ საქართველო დატოვა.

„ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველო, გამოკითხვიდან მეორე დღეს”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილის თქმით, სუს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში, რაც ითვალისწინებს სასჯელს 7-დან 15 წლამდე.

კითხვაზე, გაფრინდა თუ არა ფარცხალაძე რუსეთში, ლილუაშვილი ასე პასუხობს:

„მან დატოვა საქართველოს საზღვარი. სად გაფრინდა და საით გაფრინდება, ეს პერსონალური ინფორმაციაა. შეიძლება, სხვა ქვეყანაში გაფრინდა, შეიძლება რუსეთის ფედერაციაში", - აღნიშნა სუს-ის უფროსმა.

ამასთან, სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, ფარცხალაძე სუს-ის ცენტრალურ ოფისში დაიკითხა.

მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, გამოქვეყდნება, თუ არა აღნიშნული კადრები, ლილუაშვილმა განაცხადა:

"პერსონალური ინფორმაციების კუთხით, თუ არ გვექნება პრობლემა, მზად ვარ, გავივლი ამას".

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება