გრიგოლ ლილუაშვილი - თუკი, ვინმეს წვლილი მიუძღვის საერთაშორისო თაღლითური სქემების წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს არის საქართველოს შესაბამისი მორეაგირე უწყებები, საქართველოს გენერალური პროკურატურის მეთაურობით

თუკი, ვინმეს წვლილი მიუძღვის საერთაშორისო თაღლითური სქემების წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს არის საქართველოს შესაბამისი მორეაგირე უწყებები, საქართველოს გენერალური პროკურატურის მეთაურობით , - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, რა რეაგირება აქვს სუს-ს ე.წ. ქოლცენტრებზე.

ლილუაშვილის განმარტებით, „ქოლ-ცენტრების“ შესახებ გამოძიებები გრძელდება, მათ შორის საერთაშორისო ფორმატით.

„ჩემი უწყება არ არის უშუალოდ გამოძიების მწარმოებელი, რადგან მუხლი არ არის ჩვენი უწყების ქვემდებარე, თუმცა ამას წარმატებით აკეთებს საქართველოს გენერალური პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შსს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, ნებისმიერ საგამოძიებო ჯგუფში ჩვენი უწყება მონაწილეობს, როგორც ოპერატიული საგამოძიებო სამძებრო ღონისძიებების განმახორციელებელ ერთ-ერთ უწყებას, ანუ ამ ჯგუფში ჩვენ, ჩვენი წვლილი შეგვაქვს, მათ შორის საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, როდესაც ჩვენი უცხოელი კოლეგები იყვნენ ჩამობრძანებული იმ ოპერაციებში ჩვენმა სამსახურმა დიდი წვლილი შეიტანა. ასევე, იცით, ის, რაც საჯაროდ გაჟღერდა, ბატონი კეზერაშვილის ბიზნეს-პარტნიორების დაკავება, ბიზნეს-პარტნიორებში ვგულისხმობ „ქოლ-ცენტრების“საერთაშორისო თაღლითური სქემის მონაწილეებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ სწორედ ამ ძალების დაფინანსებული ოთხეულია თუ სამეული, „ანიკორუფცილი ბიურო“ თუ რაც ჰქვიათ, სწორედ ამ ჯგუფის დაფინანსებით ეწევა დეზინფორმაციას და პროპაგანდას საპირისპირო მიმართულებით. სხვათა შორის, პირადად ჩემდამი გაჟღერებული ბრალდებების ფონზე ჩემი ადვოკატის მეშვეობით მესამე ინსტანცია მოვიგეთ და ამ პირებს მოუწევთ საჯარო სივრცეში უარყოფა აღნიშნული ინფორმაციის, მათ შორის, თქვენი ტელეკომპანიების მეშვეობით, სადაც ის გაჟღერდა. ასე რომ თუკი, ვინმეს წვლილი მიუძღვის საერთაშორისო თაღლითური სქემების წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს არის საქართველოს შესაბამისი მორეაგირე უწყებები, საქართველოს გენერალური პროკურატურის მეთაურობით“, -განაცხადა ლილუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება