გრიგოლ ლილუაშვილი აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქცირებაზე - სავალალო ტენდენციაა, როცა პარტნიორ ქვეყანას შეგიძლია მოსაზრებები გაუზიარო, მათ შორის, კორუფციული მიმართულებით, თუმცა ამას ადგილი არ ჰქონია, რაც გულდასაწყვეტია

პარტნიორ ქვეყანას შეგიძლია მოსაზრებები გაუზიარო, მათ შორის, კორუფციული მიმართულებით, თუმცა ამას ადგილი არ ჰქონია, რაც ძალიან გულდასაწყვეტია - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა მოსამართლეთა სანქცირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, არც მის და არც სხვა უწყებას, კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ..

"ასე უაპელაციოდ, ყოველგვარი დეტალის გარეშე, საჯარო სივრცეში გასული ინფორმაციის თანახმად ხდებოდეს ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ხელმძღვანელი პირების დასანქცირება, ჩვენ და არც ერთ სამართალდამცავ უწყებას კონკრეტიკა არ გაგვაჩნია. მით უმეტეს, ჩემი სამსახური მოკლებულია უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივ დევნას, თუმცა ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ამას შევაგროვებდით და გადავცემდით იმ უწყებას, ვისაც ხელეწიფება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, არაფერი მიგვიღია [მტკიცებულებები]. ძალიან სავალალო ტენდენციაა, როცა პარტნიორ ქვეყანას შეგიძლია მოსაზრებები გაუზიარო, მათ შორის, კორუფციული მიმართულებით, ამაში არ დევს არც გეოპოლიტიკური საიდუმლოება და არც ისეთი სენსიტიური საკითხები, რომ რაღაც პარტნიორობა დავაზიანოთ ან გლობალური ინტერესები, თუმცა ამას ადგილი არ ჰქონია, რაც ძალიან გულდასაწყვეტია", - განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება