გრიგოლ ლილუაშვილი - უკრაინაში მებრძოლთა მცირე ნაწილმა, რომლებიც კამერებთან და Tik Tok-ში კეკლუცობით გამოირჩევიან, ბევრჯერ გამოხატეს დესტრუქციული ქმედებების შესახებ სურვილი, იმედი მაქვს, დაფიქრდებიან

უკრაინაში მებრძოლთა მცირე ნაწილი, რომლებიც კამერებთან და Tik Tok-ში კეკლუცობით გამოირჩევიან, ბევრჯერ გამოხატეს დესტრუქციული ქმედებების შესახებ სურვილი, იმედი მაქვს, დაფიქრდებიან და პირველ ადგილზე დააყენებენ საკუთარი სამშობლოს ინტერესებს , - ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, უკრაინაში მებრძოლი ქართველების უმრავლესობა არის საკუთარი ქვეყნის პატრიოტი.

„ამ ხალხს სისხლის აქვთ დაღვრილი საკუთარი სამშობლოს ერთიანობისთვის. მათი თანამებრძოლების დიდი ნაწილი დღეს ემსახურება თავის ქვეყანას საჯარო სამსახურებში, მათ შორის, სამართალდამცავ უწყებებში. ეს არის ის აქტივი, რომელიც საქართველოს სიძლიერეში შეიტანს წვლილს, მაგრამ მათი მოქმედება სინქრონულად უნდა ხდებოდეს კანონიერ ფარგლებში - სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ პოლიტიკასთან და არა ამოვარდნილად, დამატებითი რისკების საფუძვლად. მებრძოლთა მცირე ნაწილი , რომლებიც კამერებთან და Tik Tok-ში კეკლუცობით გამოირჩევიან, ბევრჯერ გამოხატეს დესტრუქციული ქმედებები შესახებ სურვილი, იმედი მაქვს, დაფიქრდებიან და პირველ ადგილზე დააყენებენ საკუთარი სამშობლოს ინტერესებს, ის რომ საქართველო ყველამ ერთად გადავარჩინოთ ცეცხლისგან, მიწისა და პირის აღგვისგან, იმიტომ რომ აქ ცხოვრობენ მათი ოჯახის წევრები, ნათესავები და თუ აქ უბედურება მოხდება ეს იქნება საერთო უბედურება. არავინ გამოარჩევს, ვინ იყო ამა თუ იმ სტრატეგიის მხარდამჭერი, თუ მოწინააღმდეგე“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

შეკითხვაზე, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველების მოსმენა და დაკითხვაზე დაბარება მიმდინარეობს, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ ამის ტექნიკურად და მორალურად წარმოდგენა შეუძლებელია.

„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ხორციელდებოდეს მოსმენა უკრაინაში მებრძოლ პირებზე საქართველოდან, ამის ან ტექნიკურად წარმოდგენა როგორ შეიძლება? ან მორალურად რა უფლება გვაქვს?

საკუთარი თავით ვაგებ პასუხს. ერთი გვარი დამისახელეთ, ვისაც მოუწია სუს-ის ნებისმიერ ადმინისტრაციულ შენობაში გამოკითხვაზე მობრძანება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება