გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდება ყველა იმ საკითხით, რომელიც ჩაითვლება სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევად

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდება ყველა იმ საკითხით, რომელიც ჩაითვლება სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევად , - ასე უპასუხა სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, დაინტერესდება თუ არა მისი უწყება გავრცელებული ინფორმაციით, რომ „ალტ-ინფოში“ იარაღის მობილიზება დაიწყეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდება ყველა იმ საკითხით, რომელიც ჩაითვლება სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევად.

რა თქმა უნდა დავინტერესდებით ამ თემით“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობა, ლილუაშვილი ასე პასუხობს: „ჯერ არ დაგვიბარებია“.

„ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობის დაბარება, არ დაბარების საკითხი არის სახელმწიფო უსაფრთხოების საგამოძიებო მოქმედების ერთ-ერთი ასპექტი. ჯერ არ დაგვიბარებია“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება