ჯო ბაიდენი ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერად კონგრესს გადაუდებელ საბიუჯეტო მოთხოვნას გაუგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის პარასკევს კონგრესს გადაუდებელ საბიუჯეტო მოთხოვნას გაუგზავნის, რათა დააფინანსოს ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებები ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორების, ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერად.

”ეს არის გონივრული ინვესტიცია, რომელიც ამერიკის უსაფრთხოებისთვის დივიდენდებს თაობებისთვის გადაიხდის. დაგვეხმარეთ, დავიცვათ ამერიკული ჯარები საფრთხისგან. დაგვეხმარეთ, ავაშენოთ მსოფლიო, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო, უფრო მშვიდობიანი, უფრო აყვავებული ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის“, - განაცხადა ბაიდენმა, როდესაც მან ამერიკელებს ოვალური ოფისიდან პირდაპირ ეთერში მიმართა.

„ეს არის ისრაელის უსაფრთხოების მიმართ უპრეცედენტო ვალდებულება, რომელიც გააძლიერებს ისრაელის ხარისხობრივ სამხედრო უპირატესობას, რისი ვალდებულებაც ჩვენ გვაქვს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება