ჯო ბაიდენი - ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, არ არსებობს უფრო დიდი პრიორიტეტი, ვიდრე მძევლად მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ამერიკელების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს მათ უსაფრთხოდ დასაბრუნებლად.

„როგორც მე ვუთხარი ამერიკელების ოჯახებს, რომლებიც „ჰამასის“ ტყვეობაში არიან, ჩვენ ყველა გზას ვიყენებთ, რათა მათი საყვარელი ადამიანები სახლში დავაბრუნოთ. ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, არ არსებობს უფრო დიდი პრიორიტეტი, ვიდრე მძევლად მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება“, - განაცხადა ბაიდენმა, როდესაც მან ამერიკელებს პირდაპირ ეთერში მიმართა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ჰამასი“ პალესტინელ ხალხს და მათ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.

„„ჰამასი არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს. „ჰამასი“ იყენებს პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად და უდანაშაულო პალესტინელი ოჯახები დიდ ტანჯვას განიცდიან მათ გამო“, - აღნიშნა ბაიდენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება