სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ კურორტ გოდერძიზე ახალი ქვესადგური ააშენა

კურორტი გოდერძი ელექტროენერგიით ახალი, თანამედროვე ტიპის ქვესადგურიდან მარაგდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, მაღალი ძაბვის ქვესადგური უკვე შევიდა ექსპლუატაციაში და ეტაპობრივად ხორციელდება აბონენტების მასზე დაერთება.

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა ახალი ქვესადგურის მშენებლისთვის, რომელიც თანამედროვე ტიპის ელექტრომოწყობილობებითაა აღჭურვილი და ასევე დამონტაჟებულია დისტანციური მართვის მოწყობილობა. მის მართვას, კომპანიის ცენტრალური სადისპეტჩერო, დისტანციურად ახორციელებს.

კურორტ გოდერძიზე სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ასევე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც ქვესადგურს ახალი, 35კვ-ანი მიწისქვეშა ხაზით უკავშირდება.

ახალი ქვესადგურის მშენებლობით და ელექტროგადამცემი ხაზის რეკონსტრუქცია-მშენებლობით, კურორტი გოდერძი, საიმედო და ხარისხიანი ელექტროენერგიით მარაგდება“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება