20 ოქტომბერი მსოფლიო სტატისტიკის დღეა

20 ოქტომბერს საერთაშორისო საზოგადოება სტატისტიკის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 20 ოქტომბერი სტატისტიკის მსოფლიო დღედ 2010 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაწესდა. ამ დღეს, გაეროს სტატისტიკის სამმართველო (UNSD), გაეროს რეგიონული ოფისები და გაეროს წევრი 200-ამდე ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურები სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

„სტატისტიკა სარკეს წარმოადგენს, გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის. ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც დაგეგმვის და პროგრესის შეფასების შესაძლებლობას იძლევა. ოფიციალური სტატისტიკის ძლიერი მომავალი პროფესიულ დამოუკიდებლობასა და საზოგადოების ნდობაზეა დაფუძნებული, რაც ჩვენთვის კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტებად რჩება. მსოფლიო სტატისტიკის დღეს განსაკუთრებული მადლიერება გვსურს გამოვხატოთ ყველა სტატისტიკოსის და საერთაშორისო პარტნიორის მიმართ, მათი მნიშვნელოვანი როლისთვის სანდო და დროული სტატისტიკური მონაცემების წარმოებასა და გავრცელებაში. სანდო მონაცემები სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად და ეფექტიანი პოლიტიკის გასატარებლად საფუძველს წარმოადგენს“, - აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყველა სტატისტიკოსს მსოფლიო სტატისტიკის დღეს ულოცავს!

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება