არჩილ თალაკვაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა

19 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, სტუდენტური ორგანიზაციის “მომავალი ექიმები საქართველოსთვის“ ინიციატივით, სტუმრად ეწვია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკავაძე, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “ლიდერები და რეფორმები ჯანდაცვის სფეროში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა”.

ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა სტუდენტური ორგანიზაციის “ მომავალი ექიმები საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა თორნიკე ფუტკარაძემ.

შეხვედრის ფარგლებში, არჩილ თალაკვაძე დამსწრე საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის პრეისტორიის, ასევე, ამ პროგრამის მნიშვნელობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ესაუბრა.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით საქართველო გახდა გლობალური ლიდერი. მონაცემები, რომელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ, ნამდვილად საამაყოა. თავის დროზე, როდესაც საქართველომ დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ეს შეადარეს დავითის და გოლიათის ამბავს. საქართველომ შეძლო ამ ურთულესი პროექტის განხორციელება” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, სტუდენტები, რეზიდენტები, მკვლევარები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

არჩილ თალაკვაძის საჯარო ლექციამ აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება