ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს პოლონელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია People PR-ის ორგანიზებით, საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ათკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ კომერციული სექტორის და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის “People PR” წარმომადგენლები.

„ტურის ფარგლებში, სტუმრები კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები დაათვალიერეს, ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართული ღვინოები.

პოლონელი სტუმრებისთვის, თბილისში ქართული ღვინის დეგუსტაცია, ე.წ. Walkaround Tasting გაიმართა; დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 30 კომპანიის სხვადასხვა ღვინო. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს პოლონელი პროფესიონალებისგან.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც უკვე წლებია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. აღნიშნულ ქვეყანაში ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება