100-ზე მეტი მონაწილით და 30 000-იანი საპრიზო ფონდით ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი LOPOTA CUP 2023 გაიხსნა

19-22 ოქტომბერს ლოპოტა სპა რეზორტი ჩოგბურთის მოყვარულებისთვის პოპულარულ ტურნირს LOPOTA CUP 2023-ს მასპინძლობს.

ტურნირი წლების წინ, ლოპოტას დამფუძნებლის გოგა მაისურაძის ინიციატივით დაარსდა და ყოველწლიურ ხასიათს ატარებდა. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ 2022 წელს ლოპოტამ ტურნირს ახალ, პროფესიონალურ დონეზე მოწყობილ ჩოგბურთის კორტებზე უმასპინძლა.

LOPOTA CUP 2023-ს სამოყვარულო ტურნირებს შორის ყველაზე დიდი საპრიზო ფონდი აქვს – 30 000 ლარი.

ტურნირი ტარდება როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში, ქალთა და მამაკაცთა შორის. თამაშები იმართება ოლიმპიური სისტემით – 2 სრული სეტი და სუპერ ტაიბრეიკი.

LOPOTA CUP 2023-ის ტურნირის გენერალური სპონსორები არიან: ვიარ ჰოლდინგი და სარაჯიშვილი.

ტურნირის სპონსორები არიან: წყალი ბაკურიანი, პორშე ცენტრი თბილისი, World Class Georgia , შატო ბუერა.

ტურნირის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: Forbes Georgia, Georgia Today, ჟურნალი Lifestyle Art, რუსთავი 2 , პალიტრამედია ჰოლდინგი, ინტერპრესნიუსი.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება