„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 20 ოქტომბერს, ჩუღურეთის რაიონში, ტყეკულტურის ქუჩა N7-თან წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზე მობილიზებულია და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 20 ოქტომბერს, 13:15 საათიდან, 21 ოქტომბრის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში: სამურზაყანოს, სარკინეთის, ცხრა ძმის, აფხაზეთის, მარუაშვილის, სამშვილდის, აჭარის, ტყეკულტურის, მანგლისის, არგვეთის, დავითაშვილის, თამარაშენის, ლამის, ბაგრატიონის, ჯაბაურის, სიღნაღის, ღოღობერიძის და მნათობის ქუჩებს. ზაზიშვილის ქუჩის III შესახვევს, ხუდადოვის და მეუნარგიას ქუჩების ნაწილს და ხეხილ-სანერგე მეურნეობის დასახლებას.

ნაძალადევის რაიონში: ნოსტეს, კახიანის, ძმობის, მუშათას, წრომის, კელაპტრიშვილის, ასკურავას, სტურუას, კისისხევის, წაღვერის, კაჭრეთის, კონდოლის, მაღაროს, კოდალოს,, ენისელის, მესხის ქუჩებს, ღუდუშაურის და ქართლის ქუჩებს, ლოტკინის ხევს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო