31-ე ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა ორფოლოს პოლიგონზე გეგმური ტაქტიკური ჯგუფის საველე სწავლება დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა.

„სწავლების სცენარის მიხედვით, ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა ოპერაციის რაიონში შეაყოვნა პირობითი მოწინააღმდეგე, მოახდინა მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის შენარჩუნება და კონტრშეტევის ოპერაცია განახორციელა.

ოპერაციის შესრულებაში ქვედანაყოფს მხარს უჭერდა საინჟინრო, მექანიზებული და საარტილერიო ბატარეა. ორკვირიან სწავლებაში მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. ოთხი კვირის განმავლობაში ქვედანაყოფი მოემზადა საინჟინრო კუთხით, საარტილერიო ცეცხლის მანევრთან ინტეგრირებით ოპერაციების დაგეგმვასა და აღსრულებაში, ჯავშანტექნიკასთან ერთად კომბინირებულად მოქმედებებში, ასევე მცირე ჯგუფებად ოპერაციების შესრულებასა და მართვა-კონტროლის ზომების დახვეწასა და გაუმჯობესებაში.

სწავლის დასკვნით ეტაპს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება