SOLO-ს გენერალური სპონსორობით, თეატრი სახელოსნო 42-ში ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

SOLO-ს ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერაა - სწორედ ამ მიზნით, SOLO თეატრი სახელოსნო 42-ის სეზონის გენერალური სპონსორია, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 9 ნოემბერს თეატრი მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლით - ჟან ბატისტ მოლიერის „დონ ჟუანით“ წარდგება და მათ სპექტაკლის ლევან წულაძისეულ ვერსიას შესთავაზებს.

„სპექტაკლში მოლიერის გარდა გამოყენებული იქნება სცენები ალექსანდრე პუშკინის, პიერ კორნელიოსა და ედმონ როსტანის პიესებიდან. მასში მონაწილეობას ახალი თაობის გამორჩეული არტისტები მიიღებენ, როგორებიც არიან: პაატა პაპუაშვილი, ნიკა კუჭავა, თეონა ქოქრაშვილი, ანუკა გრიგოლია, ანა ვასაძე, ჯეჯი სხირტლაძე, მარიამ ღვინიანიძე და გიორგი გრძელიძე. სპექტაკლის ახლებური გადააზრება მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება.

ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, 20-22 ოქტომბერს წინასწარ შეიძინონ სპექტაკლის ბილეთები და ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით. სეზონის განმავლობაში, SOLO VISA ბარათის მფლობელები თეატრი სახელოსნო 42-ის ნებისმიერ სპექტაკლზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდებზე: biletebi.ge და tkt.ge

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!