საბა ბუაძე - მოვუსმინე სუს-ის ხელმძღვანელს, რომელმაც ფაქტობრივად არაფერზე ილაპარაკა, გარდა იმისა, თითქოს ყველაფერი კარგადაა, რაც ტყუილია

საკრებულოს სხდომა ნამდვილად მძიმე იყო, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე და საზარელი ამ დღის დასასრული, როცა საკრებულოს წევრის აქ გამოთქმული მოსაზრებების გამო, საკუთარი სახლის და მშობლების დასანახად უმოწყალოდ სცემეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარემ საბა ბუაძემ საკრებულოს სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, 30 სექტემბერს მომხდარ ფაქტში პოლიტიკური მოტივები და კონტექსტი იკვეთება.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო 30 სექტემბრის სხდომაზე განვითარებულ უმძიმეს მოვლენებს და ფაქტს, რომელიც მოხდა. ნამდვილად მძიმე საკრებულოს სხდომა იყო, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე და საზარელი ამ დღის დასასრული, როცა საკრებულოს წევრის, აქ გამოთქმული მისი მოსაზრებების გამო, საკუთარი სახლის, საკუთარი მშობლების დასანახად უმოწყალოდ სცემეს. დააკავეს 6 პირი, თუმცა ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ჩანდა რა რაოდენობის ადამიანი მონაწილეობდა ამ შემზარავ ფაქტში.

ჩვენი არჩევანია ამ საკითხს როგორ დავინახავთ და შევაფასებთ. ჩემთვის შეუძლებელია, რომ აქ არ დავინახო პოლიტიკური კონტექსტი და მოტივაცია იმ ადამიანებისა, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ საკრებულოს წევრს და არ დავინახო ის ტოქსიკური კრიმინალური კლიმატი რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ არის შექმნილი. ეს კლიმატი რომ არ არსებობდეს ის ხალხი, რომელიც საკრებულოს წევრზე ფიზიკურად ძალადობს, სანამ, ასეთი ჯგუფურ ძალადობას დააორგანიზებდა კარგად დაფიქრდებოდა. ამ ხალხს რომ არ ეგონოს, რომ რაღაც ტიპის მხარდაჭერა და მიმღებლობა აქვს, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან, ამას ვერ გაბედავდნენ“, - განახადა ბუაძემ.

საბა ბუაძე საკრებულოს სხდომაზე ასევე გრიგოლ ლილუაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ფაქტობრივად არაფერზე უსაუბრია.

„რაც შეეხება ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მე მოვუსმინე გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, რომელმაც ფაქტობრივად არაფერზე არ ილაპარაკა. ისაუბრა მხოლოდ იმაზე, რომ ფარცხალაძე არ არის კრიმინალი და თავისუფლად მისცეს ქვეყნის საზღვრების დატოვების უფლება აშშ-ს მიერ აღიარებულ „ეფესბეს“ აგენტს და ისაუბრა იმაზე, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა, რაც არის ტყუილი“, - აცხადებს საბა ბუაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება