საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მწარმოებელთა გაფართოებულ ვალდებულებებზე იმსჯელეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მწარმოებელთა გაფართოებულ ვალდებულებებზე იმსჯელეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ორგანიზაციების საქმიანობა, დარგში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები იყო.

„შეხვედრაზე, რომელსაც გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ასევე ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დარგში არსებული გამოწვევები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების საქმიანობას და იმ პრობლემატურ საკითხებს, რომლებსაც ოპერირებისას აწყდებიან, ასევე სახიფათო ნარჩენების მოგროვებას, მათი აღრიცხვიანობის წესს და გადამუშავებას.

შეხვედრის მსვლელობისას დარგში სტანდარტების დაცვის აუცილებლობასა და ბაზრის წესების დაცვაზე დისკუსია გაიმართა.

„ნარჩენების სწორი გზით გადამუშავება და გარემოსდაცვა პრიორიტეტული საკითხია, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის, შესაბამისად, შეხვედრის ფარგლებში მგვ კომპანიებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუზიარეს თავიანთი საქმიანობის პრაქტიკული გამოწვევები და ვიმედოვნებთ, რომ პოზიციების შეჯერება მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესისთვის ნებისმიერი რეგულაცია გარკვეული ბიუროკრატიული წნეხია და დაკავშირებულია ხარჯებთან, მზად ვართ, ჩავერთოთ ყველა იმ დისკუსიაში, რომელიც მომავალი თაობების კეთილდღეობას მოემსახურება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება