სასტუმრო „ბილტმორში“, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოებისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს სტრატეგიული ამოცანების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო „ბილტმორში“, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოებისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს სტრატეგიული ამოცანების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბიუროს უფროსმა, შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, დამსწრე საზოგადოებას ბიუროს მნიშვნელოვანი მიმართულებები და მიზნები გააცნო.

„შეხვედრა, მონაწილეთა აქტიური ჩართულობით, კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები: თამთა კაჭკაჭიშვილი და ანა კალანდაძე; მსოფლიო ბანკის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოების წარმომადგენლები; ასევე, საერთასორისო ორგანიზაციები: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ); ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი (NATO/PDP); საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES); USAID; ევროპის საბჭოს ოფისი (CoE); ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიურო (INL); გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM); საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ)“, - ნათქვამიაინფორმაციაში

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!