თინათინ ნიბლოშვილი - ფემიციდის შემთხვევები საზოგადოებას უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს, არ უნდა ვიყოთ გულგრილი მსგავსი ფაქტების მიმართ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგედია გაიხსენა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანოების ცნობით, 14 წლის არასრულწლოვანი გოგო იძულებით ქორწინებაში 28 წლის კაცთან იმყოფებოდა, რომელმაც ის მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ფემიციდის გახშირებული შემთხვევები საზოგადოებას უდიდეს პასუხისმგებლობას ანიჭებს, რომელთა მიმართ გულგრილი არ უნდა ვიყოთ.

„ფემიციდის გახშირებული შემთხვევები საზოგადოებას უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს, არ უნდა ვიყოთ გულგრილი მსგავსი ფაქტების მიმართ. თითოეული მსგავსი შემთხვევა ტრაგედიის თანამონაწილეს გვხდის მათ, ვინც ვიცოდით, ვუყურებდით, ვუსმენდით და ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად არაფერი გავაკეთეთ. არასრულწლოვანთან ქორწინება, იძულებით თავისუფლების აღკვეთა ჩვენს ქვეყანაში დასჯადია და ყოველი მსგავსი შემთხვევა დროულად უნდა იყოს იდენტიფიცირებული და მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

როგორც საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, სხდომაზე აღნიშნა, საბჭო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო კამპანიაში „ ვარდისფერი ოქტომბერი“, რომლის ფარგლებში არაერთი აქტივობა ჩატარდა.

„ვარდისფერი ოქტომბერი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს. საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ სკრინინგის პროგრამებით სრულიად უფასოდ ისარგებლონ. თითოეული ჩვენი აქტივობის მიზანია გავზარდოთ მიმართვიანობა პროგრამების მიმართ, რათა დროულად მოხდეს დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ვფიქრობ, თითოეულის ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი კოლეგები სხვა პარტიებიდან თითქმის არ მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში, რაც აზიანებს საერთო პროცესს“, - აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება