საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე - კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობას - მას არაფერი ამართლებს

პარტია „საქართველოსთვის“ კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას - არაფერი ამართლებს ფიზიკურ ძალადობას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა გიორგი შარაშიძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კერძოდ, მან რამდენიმე კვირის წინ თბილისის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, როდესაც ერთმანეთს თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ეძგვერაძე და თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.

როგორც მან აღნიშნა, „როგორც მინიმუმ ყოველ მეორე სხდომაზე ცირკის მომსწრენი ვხდებით ხოლმე“.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ნამდვილად არ ოცნებობდა იმაზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება.

„მინდა გაგახსენოთ, როდესაც ირაკლი კობახიძე საჯაროდ ამბობს, რომ თურმე, მისი ერთადერთი პოლიტიკური ალტერნატივა „ნაციონალური მოძრაობაა“ და სხვას არავის, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს მომავალი და პოტენციალი, რომ პოლიტიკური სურათი შეცვალოს, ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი განცხადებებით შეგულიანებული „ნაციონალური მოძრაობა ბედავს იმას, რასაც აკეთებს ამ დარბაზებშიც და სხვა დარბაზებში. ამაზე ქართველი ხალხი ნამდვილად არ ოცნებობდა“, - აღნიშნა შარაშიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება