ლევან არველაძე - თბილისის საკრებულომ თვითმმართველობის პრობლემებზე უნდა იმუშაოს

გლდანის რაიონში მომხდარ ინციდენტს თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

არველაძის განცხადებით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება ყველა კოლეგამ გააკეთა. ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერად დაიწყო გამოძიება, რის შემდეგაც მოხდა ინციდენტში მონაწილე 6 პირის იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

„ამდენად, გაუგებარია, რა პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი. ჩვენი მხრიდან პასუხისმგებლობაც არის აღებული და კითხვებზეც შესაბამისი პასუხებია გაცემული“, -განაცხადა ლევან არველაძემ და ოპოზიციას საკრებულოში ქუჩური გარჩევების ნაცვლად თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობისკენ მოუწოდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!