დიმიტრი პესკოვი ჯო ბაიდენის განცხადებაზე - ჩვენ არ ვიღებთ ჩვენი პრეზიდენტის მიმართ ასეთ ტონს

კრემლი არ იღებს ასეთ ტონს რუსეთისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომლის თქმითაც, ვერ და არ დაუშვებენ, რომ ისეთმა ტირანებმა, როგორიც ვლადიმერ პუტინია, გაიმარჯვონ.

„ცხადია, რომ საერთაშორისო ვითარებაში ძალიან ამაღელვებელი, პოტენციურად ძალიან საშიში მომენტი დგას, იგულისხმება, მათ შორის, ომი ახლო აღმოსავლეთში. ეს ძალიან ემოციურია და ბევრი ემოციაა სხვადასხვა პოლიტიკოსის, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლებში, მაგრამ არა მგონია, რომ ასეთი რიტორიკა შეეფერებოდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლიან ლიდერებს და არამგონია, ის ჩვენთვისაც მისაღები იყოს. ჩვენ არ ვიღებთ ასეთ ტონს რუსეთის ფედერაციის, ჩვენი პრეზიდენტის მიმართ“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ისრაელზე თავდასხმებს და უკრაინაში შეჭრას საერთო მოტივი აქვს. „ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ საერთო ეს აქვთ: ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება, სრული განადგურება. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ, ისეთმა ტერორისტებმა, როგორიც „ჰამასია“ და ისეთმა ტირანებმა, როგორიც პუტინია, გაიმარჯვონ. არ დავუშვებ, ეს მოხდეს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება