კახაბერ ლაბუჩიძე საკრებულოს სხდომაზე გოგი ჩიქოვანის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას გამოეხმაურა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ლაბუჩიძემ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გოგი ჩიქოვანის, როგორც ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის, საქმიანობა შეაფასა და ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა.

დეპუტატის განცხადებით, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და მაღალპროფესიულ უნარებს მოითხოვს.

„მხარს ვუჭერთ გოგი ჩიქოვანის კანდიდატურას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოზიციაზე და ვფიქრობ, რომ ის სამსახურისთვის შენაძენია. მისი საქმისადმი გულისხმიერი და პასუხისმგებლიანი მიდგომა, რასაკვირველია, შეუმჩნეველი არც ამ პოზიციაზე დარჩება. მინდა, წარმატებები ვუსურვო ახლაც და მომავალშიც“, - ამის შესახებ კახაბერ ლაბუჩიძემ განაცხადა, რომლის კომენტარსაც საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება