ზურაბ აბაშიძე - „ნაცმოძრაობას“ სურს საზოგადოებაში მორიგი არეულობის შემოტანა

ბოიკოტი უბრალოდ საბაბია, თორემ რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“, აპირებს მიხეილ სააკაშვილის სახელობის სახლმუზეუმში მისვლას, რომელსაც მისი სახელი დაარქვეს და იქ, სავარაუდოდ, ადგილზე მის პიროვნებას თაყვანი სცეს,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკრებულოში გამოცხადებულ ბოიკოტს.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოებაში მორიგი არეულობის შემოტანა სურს.

„კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი გამოაცხადა იმ საბაბით, რომ თურმე ჩვენი კოლეგა, ბატონი ირაკლი ეძგვერაძის მიმართ გლდანის რაიონში ხორციელდებოდა ძალადობა და თითქოს არ მიმდინარეობს ამ საქმის გამოძიება. მეგობრებო, ეს არის ტყუილი. კონკრეტული პირები არიან დაკავებულები ამ ფაქტთან დაკავშირებით და მე არ შემიძლია, ჩემს კოლეგას, ლევან არველაძეს არ დავეთანხმო იმაში, რომ არ შეიძლება პირადი კონფლიქტების გადმოტანა ამ შენობაში და საჯარო განხილვა. ყველამ თავისი პირადი საკითხი მოაგვაროს ადგილზე, იქნება ეს უბანში, სამეზობლოში თუ სხვაგან. „ნაცმოძრაობას“ სურს საზოგადოებაში მორიგი არეულობის შემოტანა, რადგან მე მგონია, რომ ბოიკოტი უბრალოდ საბაბია, თორემ რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“, აპირებს მიხეილ სააკაშვილის სახელობის სახლმუზეუმში მისვლას, რომელსაც მისი სახელი დაარქვეს და იქ, სავარაუდოდ, ადგილზე აპირებენ, მის პიროვნებას თაყვანი სცენ. სწორედ ეს არის მოტივი ამ ყველაფრის. მე წარმატება მინდა, ვუსურვო მათ ამ დეგრადაციის გზაზე”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება