მიხეილ სარჯველაძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე თუ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, ის დადგება იმ პოზიციაზე, რომ სიძულვილის ენა და ტერორიზმისკენ მოწოდების შესაძლებლობა უნდა დარჩეს

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე თუ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, ის დადგება იმ პოზიციაზე, რომ სიძულვილის ენა და ტერორიზმისკენ მოწოდების შესაძლებლობა უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეპუტატის თქმით, პროექტი ევროკომისიის მიერ არის მოწონებული და შესაბამისი დოკუმენტიც არსებობს.

რაც შეეხება კონსულტაციებს მაუწყებლებთან, სარჯველაძე აცხადებს, რომ ყველა იყო ინფორმირებული, თუმცა, „კონსენსუსის მოთხოვნა მართებული არ იქნება“.

„ეს დოკუმენტი ცხადია არსებობს და განმარტებით ბარათში არის ასახული ურთიერთობის ამბები, რომელიც წარიმართა ევროკომისიასთან და შესაბამის სტრუქტურებთან.

რაც შეეხება კონსულტაციებს, ეს თემა მესამეჯერ არის განსახილველი საკითხი და სულ მიმდინარეობს კონსულტაციები, ვინმე თუ იტყვის, რომ ინფორმირებული არ იყო, დაე თქვას, მაგრამ ასეთი მგონი ნათქვამი არ ყოფილა. თუ თქვენ მომთხოვთ, რატომ არ გაქვთ კონსენსუსით ყველას თანხმობა და მხოლოდ ამის შემდეგ ინიცირებული კანონპროექტიო, ეს მართებული არ იქნება.

თვითრეგულირებიდან არაფერი არსად გადატანილა, თვითრეგულირება რჩება იმ ადგილას, სადაც იყო. აქ დამატებით წერტილის დასმის და საბოლოო სიტყვის თქმის უფლებაზეა საუბარი და სხვათაშორის, ეს თავსებადია კონსტიტუციის დებულებასთან, რომ ადამიანის უფლების დასაცავად ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს",- განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება