"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით რძის ინდუსტრიის განვითარების მიზნით მესაქონლეობის „ექსპო 2023“ გაიმართება

"საქართველოს ბანკი" აგრო მიმართულების განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხრადაჭერით, 22 ოქტომბერს, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ იპოდრომზე, მესაქონლეობის „ექსპო 2023“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი რძის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა და ექსპორტის მხარდაჭერაა. ის ასევე კარგი შესაძლებლობაა სფეროს სპეციალისტები და ფერმერები ერთმანეთს დააკავშიროს.

„ექსპოს“ ფარგლებში გაიმართება კონკურსი და სასოფლო - სამეურნეო და სასურსათო პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა. ღონისძიებაში მონაწილეობას 25-მდე ფერმერი და 50-ზე მეტი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამამუშავებელი, სასოფლო-სამეურნეო საშუალებებისა და აგროსერვისების მიმწოდებლები და სხვა კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.

ცნობისთვის, მესაქონლეობის ექსპო ხორციელდება საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის და შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის ორგანიზებით. ღონისძიების პარტნიორია პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში’’, რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37 და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება