ვოლოდიმირ ზელენსკი - ამ დღეებში რუსეთის დანაკარგები მართლაც შთამბეჭდავია, სწორედ ეს სჭირდება უკრაინას

ამ დღეებში რუსეთის დანაკარგები მართლაც შთამბეჭდავია, სწორედ ეს სჭირდება უკრაინას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის ოლქსა და ნიკოლაევში ვიზიტის დროს განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს თათბირი გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა სერგეი შაპტალამ და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი დეინეკომ.

ზელენსკის თქმით, თათბირზე განიხილეს ქალაქ ხერსონში, ოლქში და მთლიანად უკრაინის სამხრეთში არსებული ვითარება, ასევე დონეცკის ოლქი, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ავდეევკას დაეთმო.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უკრაინული ცის რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან დაცვას დაეთმო.

„ვმუშაობთ, რომ საჰაერო თავდაცვა გავაძლიეროთ. მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც გვეხმარება!” - განაცხადა ზელენსკიმ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო