რატი იონათამიშვილი საპარლამენტო ოპოზიციის შესახებ - ეს ადამიანები ერთმანეთს არ ენდობიან არც დარბაზში, არც დარბაზს მიღმა

როდესაც სახალხო დამცველის ანგარიშს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შესახებ არ ესწრება ოპოზიცია, ნიშნავს, რომ მას არ აქვს კითხვები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მის წევრებს არ აქვთ წაკითხული სახალხო დამცველის ანგარიში და გაურბიან დებატებში მონაწილეობას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

რატი იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციის წევრები ერთმანეთისადმი უნდობლობას იჩენენ.

"როცა ოპოზიცია სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვაში არ მონაწილეობს, ეს უკვე არის დიაგნოზი. დიაგნოზი ამ ადამიანების უვიცობის, უპასუხისმგებლობის, უნიათობის და უპატივცემლო დამოკიდებულების, პირველ რიგში საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. ასეთი საქციელი გაუმარტივებს ჩვენს საზოგადოებას სწორი დასკვნების გამოტანას. ეს ადამიანები ერთმანეთს არ ენდობიან არც დარბაზში, არც დარბაზს მიღმა და ამომრჩეველი, რომელიც სადმე კიდევ შემორჩათ, ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ გაქცეულ და დამალულ ადამიანებს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება