თამარ გაბუნიამ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა  და გაეროს მოსახლეობის  ფონდის რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ შვეიცარიაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ადამიანის უფლებები და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის პირველმა პირებმა და ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს.

„მაღალი დონის შეხვედრაზე, ღონისძიების მონაწილეებმა, 1994 წელს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) მიერ მიღებული სამოქმედო პროგრამის განხორციელების 30 წლიანი პროგრესი შეაჯამეს. განიხილეს, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყნებს დააჩქარონ პროგრესი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საყოველთაო ხელმისაწვდომობისკენ.

კონფერენციაზე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. თამარ გაბუნიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები არის განვითარებისა და ინდივიდუალური კეთილდღეობის ძირითადი ხელშემწყობი და უნდა დარჩეს უმთავრეს პრიორიტეტად, ვინაიდან მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ადგენს მკაფიო კავშირს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, ადამიანის უფლებებსა და მდგრად განვითარებას შორის.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალური წვდომას, პერინატალური და ანტენატალური სერვისების რეგიონალიზაციისა და ოჯახის დაგეგმვის სერვისების დანერგვის მნიშვნელობასაც.

რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების პროგრესის დაჩქარების მიზნით, საქართველოში არაერთი რეგიონული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

რეგიონულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, პაატა შავიშვილი ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება