ზურაბ აზარაშვილმა, საქართველო-თურქეთს შორის, ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

საქართველო-თურქეთს შორის, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი ორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა ზურაბ აზარაშვილმა და ფაჰრეთთინ ქოჯამ მოაწერეს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველო და თურქეთი, აქტიურად ითანამშრომლებენ პირველადი ჯანდაცვის, საოჯახო მედიცინის სისტემის განვითარების, გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციის კუთხით. ასევე - დიაგნოსტიკისა და მართვის გაუმჯობესების, გლობალური ჯანდაცვის საფრთხეების მიმართულებით.

ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმება, ასევე, ითვალისწინებს ჰოსპიტლების მენეჯმენტის სისტემების შემუშავებისა და დანერგვის პრაქტიკის კუთხით თანამშრომლობას. ამასთან, მხარეები, ჯანდაცვის ხარისხის, აკრედიტაციის მექანიზმების დანერგვისა და კონტროლის მიმართულებით იმუშავებენ. მემორანდუმით გათვალისწინებულია სტრატეგიული თანამშრომლობა, სამედიცინო ინდუსტრიის სფეროში.

საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრებმა დოკუმენტს თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესზე მოაწერეს ხელი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება